"დღეს დაამთავრებს კვესიტაძე ჟურნალისტიკასთან ურთიერთობას,"-ეს განცხადება ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ რამდენიმე წუთის წინ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ჯღარკავა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში დაანონსებულ მიმოწერაზე საუბრობს, რომელიც მან ვლადიმერ ბედუკაძესთან აწარმოა. მისი თქმით ეს მასალები არის ყალბი.
"ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ მოვაწყობდი ბრიფინგს ჩემი კოლეგის წინააღმდეგ. სამართალდამცავებთან მაქვს კონტაქტი და აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ანონსში მითითებულია ჩემი და ბედუკაძის მიმოწერა თითქოს რაღაც თანხა გადავურიცხე მის მეუღლეს და მოკლედ მოლაპარაკება არის აბსურდი. ეს არის ფოტოშოპი, ფეიკია ამ ფეიკს ადასტურებს ის, რომ მე მაცვია მაისური რომელიც სტამბულში შევიძინე ესეც ადასტურებს, რომ ფეიკია. მაისური სტამბულში შევიძინე იქ ვიყიდე და როგორ დავწერდი, რომ სტამბულში გავუგზავნიდი ფულს ბედუკაძის მეუღლეს? ეს ფეიკი შარშან ზაზა გაბედავამ მომაწოდა. ასევე 2014 წელს ლაშა ბერულავამ და მან მიაწოდა ეკა კვესიტაძეს,"-განაცხადა ნინო ჯღარკავამ.
ჯღარკავა აღნიშნავს, რომ ის აპირებს მიმართოს სასამართლოს გადაცემა განსხვავებული აქცენტების შეჩერების მოთხოვნით და ასევე მოითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას 100 ათასი დოლარის ოდენობით.
მისივე თქმით ის ამ ამბავთან იმ მიზეზით დააკავშირეს, რომ არის თამაზაშვილის და ზოგადად ღარიბაშვილის ოჯახის მეგობარი.