20 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
"უნდა მიმხვდარიყო, რომ ეს მიმოწერა თუნდაც მე, ან ვინმე სხვას შეეძლო გამოეყენებინა,"-ლაშა ბერულავას პასუხი ნინო ჯღარკავას

ნინო ჯღარკავას ბრალდებებს პასუხობს ლაშა ბერულავა. ჟურნალისტი ადასტურებს, რომ ინფორმაცია ნინო ჯღარკავას 2014 წლის ნოემბერში მართლაც მიაწოდა, თუმცა ამბობს, რომ ჯღარკავა-ბედუკაძის მიმოწერა უცნობი ადამიანისგან ფეისბუკზე მიიღო.

"დღემდე არ ვიცი ის ადამიანი ვინც ეს გამომიგზავნა არის მისი რეალური სახელით და გვარით რეგისტრირებული facebook-ზე, თუ ეს არის ყალბი ანგარიში. ჯღარკავამ ამ მიმოწერაზე ჩემგან იცოდა დახლოებით 1 წლის წინ. უნდა მიმხვდარიყო, რომ ეს მიმოწერა თუნდაც მე ან ვინმე სხვას შეეძლო გამოეყენებინა და ამის პრევენციისთვის შეეძლო იგივე გაეკეთებინა რასაც ეხლა აკეთებს. ამის ნაცვლად მან დამალა ეს მიმოწერა და ეხლა უკვე როცა ეს მიმოწერა აქტუალური გახდა იწყებს ლაპარაკს იმაზე, რომ ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს და ითხოვს ყველაზე აბსურდულს, რისი პეცედენტიც არ გამიგია, რომ ჟურნალისტი ითხოვდეს სხვა ტელევიზიის გადაცემის შეცერებას,"-აცხადებს ლაშა ბერულავა.  

შეგახსენებთ, რომ ნინო ჯღარკავამ განაცხადა, რომ მისი და ბედუკაძის მიმოწერა ყალბია და ეს მიმოწერა კვესიტაძეს ლაშა ბერულავამ მიაწოდა. მანამდე კი მიმოწერის შესახებ ბერულავასგან მან 2014 წელს შეიტყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები