რუსთავი 2 იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თავისუფალ დემოკრატებთან პარლამენტში შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა. თამარ ქალდანთან საუბარი ნიკა გვარამიას დაშანტაჟებას, ასევე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ წამების ამსახველ კადრებსაც შეეხო. ანალოგიური შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან მომავალ კვირასაც დაიგეგმა. თამარ ქალდანმა დაგმო რუსთავი 2-ის დირექტორის უკანონო თვალთვალი. ის გამოეხმაურა სახელმიწფო გადატრიალების მცდელობის მუხლით აღძრულ ბრალდებას და რუსთავი 2-ის პერიმეტის სამართალდამცველების მიერ კონტროლი დადებითად შეაფასა.
თამარ ქალდანის თქმით მიუღებელია ყველა ტიპის შანტაჟი და მისი უწყება მზად არის ყველა ტიპის კონსულტაციებისთვის საჭიროების შემთხვევაში.