სახელმწიფო გადატრიალება ბოლო წლების საქართველოში ყველაზე მარტივად მისაწებებელი ბრალდებაა, ხელისუფლების დამხობის ბრალდება ყოველთვის კრიტიკული მედიის კონტექსტში ახსენდებათ. გააჩნია ვინ რა საბუთით და დამაჯერებლობით ამტკიცებს ამას.
wikileaks.center - ანუ უკრაინულმა ფსევდო ვიკილიქსმა, რომლის ცენტრალური სერვერი რუსეთშია და მათ მომსახურებას კომპანია reg.ru-უწევს, რამდენიმე დღის წინ სკანდალური ინფომრაცია გაავრცელა. ის, რომ ფსევდო ვიკილიქსი რუსეთშია დარეგისტრირებული რუსთავი 2-ს თავად კომპანია reg.ru-ში დაუდასტურეს.
საიტი იტყობინება, რომ თურქეთში ერთმანეთს ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს უშიშროების ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია შეხვდნენ. wikileaks.center-ი ამის დასადასტურებლად სტენოგრამასაც ავრცელებს, თუმცა მას თან არც ფოტო, აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი არ აქვს დართული.
უკრაინული ფსევდო ვიკილიქსის მიერ გამოქვეყნებულ სტენოგრამაში საუბარია საქართველოში დაძაბულობის გაღვივებაზე. კერძოდ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმა, როგორ უნდა მოკვდეს ერთი ადამიანი, სასურველია ბავშვიანი ქალი და ბევრი სხვა რამ.
wikileaks.center-ის მიერ გავრცელებული იფნორმაცია მალევე ქართულმა სააგენტოებმა თარგმნეს და გაავრცელეს. მეორე დღეს კი სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა გამოძიება დაიწყო 315-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩაგდების მიზნით.
გამოძიების ფარგლებში გუშინვე დაკითხეს გიგა ბოკერიაც, რომელმაც კატეგროიულად უარყო მსგავსი შინაარსის საუბარი და გავრცელებული ინფორმაცია სისულელედ შეაფასა.
ავტორი: თეა ადეიშვილი.