20 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
"ალბათ FBI ხარხარებს,"- ოლეგ პანფილოვი უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე საუბრობს

"ალბათ FBI ხარხარებს,"- ასე ეხმაურება ოლეგ პანფილოვი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას რომელიც ფსევდო უკრაინულ ვიკილიქსს ეყრდნობა. 

ჟურნალისტი პანფილოვი ამბობს, რომ რუსული სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ვებგვერდიდან გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყება არაპროფესიონალიზმია. 

"მე ვნახე უკრაინული ვიკილიქსის ხელმძღვანელის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს რომ ამ ვიკილიქსს არანაირი კავშირი არ აქვს ჟულიან ასანჟთან მაშინ მივხვდი, რომ ეს მორიგი აფიორაა და იგივეა, რაც ოდესღაც რადიო თავისუფლებათან დაკავშირებით ხდებოდა. როცა ადამიანები ქმნიდნენ ყალბ გვერდებს, სადაც ჩემი სახელით დაწერილ ათეულობით ყალბ ბლოგს ვკითხულობდი. ასე, რომ სპეცსამსახურები მუშაობენ და ვფიქრობ, რომ სპეცსამსახურები ამ პროცესში ჩართულები არიან პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის გამო. მე ვფიქრობ, რომ ეს ველური არაპროფესიონალიზმია.  FBI ალბათ ხარხარებს, იმიტომ რომ აღძრა საქმე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყდრნობით სრული არაპროფესიონალიზმია,"- განაცხადა ოლეგ პანფილოვმა. 

 

 

 

 

 



დღის ამბები