პოსტსკრიპტუმმა ინტერვიუ ჩაწერა ჟურნალისტ სავიკ შუსტერთან, რომელიც წლების წინ იძულებული გახდა დაეტოვებინა რუსეთი და ამ ეტაპზე უკრაინაში მოღვაწეობს. შუსტერმა რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და მედიასაშუალებებთან ბრძოლა ხელისუფლების არასწორ ნაბიჯებს დაუკავშირა.
„ჩვენთან უკრაინაში იგივე სიტუაციაა, ჩვენთან ახლა მუშაობს საგადასახადო. ხელისუფლებას არ უნდა დაინახოს სიმართლე. ხელისუფლება, რომელიც კარგავს ნდობას, ყოველთვის ებრძვის საკუთარ თავს და საკუთარ გამოსახულებას სარკეში. მე არ მაქვს ზუსტი ინფრომაცია საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ როგორც კი ხელისუფლება გრძნობს, რომ იწყება რეიტინგის ვარდნა აკეთებს რაღაცას არასწორად. ხალხი უკმაყოფილოა, პირველი მსხვრპლი კი ყოველთვის მედიასაშუალებებია, შემდეგ კი ოპოზიცია,“-აცხადებს შუსტერი.