ევროკომისიისა და ევროპარლამენტის შენობასთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს სამაუწყებლო კომპანიას და ქვეყანაში სიტყვის თაივსუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ უნდა მოხდეს რუსთავი 2-ის გაჩუმება.
მსგავსი აქციები ბრიუსელში რამდენჯერმე უკვე გაიმართა.