ვლადიმერ ბედუკაძე იმ სერიალის გადაღებაში მონაწილეობს, რომელსაც გოგა ხაინდრავა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით წინა ხელისუფლებაზე იღებს.
ინფორმაცია ამის შესახებ გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გავიდა, სადაც ნაჩვენებია რუსული ტელეკომპანია რასია 24-ის სიუჟეტი. ჟრნალისტი ყვება, რომ ბედუკაძეს ეხება ფილმის იმ ნაწილის დეტალები, რომელიც ციხის ცხოვრებას ეხება. ბედუკაძე სიუჟეტში ყვება, რომ მასთან აზუსტებენ საუბრის მანერას, შიდა ურთიერთობის სტილს და ყველა იმ დეტალს რაც ციხის რეალობას ასახავს.