რუსთავი 2-მა სკანდალური facebook-მიმოწერა მოიპოვა. ერთმანეთს ყოფილი ობიექტივის ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა, რომელიც ახლა ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია და ვლადიმერ ბედუკაძე ესაუბრებიან.
ირკვევა, რომ საუბარი მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც ბედუკაძემ საქართველო დატოვა და მისი ოჯახიც თურქეთში გადავიდა. მიმოწერაში საუბარია ფულზე, რომელსაც ბედუკაძე ითხოვდა და უკმაყოფილო იყო იმით, რომ მისი პირობები არ შესრულდა და ირმა ინაშვილთან საუბარს ითხოვდა.
ბედუკაძეც და ნინო ჯღარკავაც რამდენჯერმე ახსენებენ ბიძინა ივანიშვილს და ფულს, რომელიც ახლა უკვე ყოფილ პრემიერს კადრების სანაცვლოდ უნდა გადაეხადა. ჯღარკავა წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი კადრებით უკმაყოფილო იყო და ის ამას არ ელოდა, რაზეც ბედუკაძე ბრაზდება და წერს, რომ რაზეც შეთანხმდენენ ის იყო.
ჯღარკავა: ბიძინამ თქვა ეს ის კადრები არაა რასაც ველოდებოდითო.
ბედუკაძე: ყელი უნდა დაგვეჭრა პატიმრებისთვის? რაც გვქონდა დაგეგმილი ის გაკეთდა მაშინ უფრო უნდა დაეკონკრეტებინათ რა უნდოდათ.