გვიანობამდე მიმდინარეობდა და დღეს დილითაც გაგრძელდა რუსთავი 2-ის გარე პერიმეტრზე სათვალთვალო კამერების მონტაჟი. მიმდებარე ტერიტორიაზე 13 კამერა დამონტაჟდება, რომელთა საშუალებითაც 24 საათიან რეჟიმში განკონტროლდება ეს მონაკვეთი.
ტექნიკური სამუშაოები აქ გუშინ დილიდან დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. კამერები დამონტაჟდა ასევე ტელეკომპანია საქართველოს ოფისის გარე პერიმეტრზე.
უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო სახელმწიფოს დამხობის მუხლით გამოძიება.
ტელეკომპანიასთან უკვე მესამე დღეა ვითარებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც აკონტროლებს.