20 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
"STOP ბიძინა!" - საქალაქო სასამართლოში რუსთავი2-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში საქმე ქიბარ ხალვაში რუსთავი2-ის წინააღმდეგ განიხილება. პრცესზე ამ წუთებში TV საქართველოს იურისტი ზაზა ბიბილაშვილი გამოდის. ბიბილაშვილმა ქიბარ ხალვაშის იურისტების მიერ 7 მოთხოვნისგან შემდგარი სარჩელი დეტალურად მიმოიხილა და აღნიშნა, რომ სარჩელში არცერთი მტკიცებულება არ მოიპოვება. 

"საქმეში გვაქვს 7 მოთხოვნა 6-ზე არცერთი მტკიცებულება არ არსებობს,"- აცხადებს ბიბილაშვილი. მან სიტყვით გამოსვლა რამდენიმე წუთის წინ დაასრულა სხდომაზე ბოლო სლაიდ შოუ კი შემდეგი შინაარსის იყო - "STOP ბიძინა"

მანამდე მოსამართლე ურთმელიძემ რუსთავი 2-ის იურისტების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ჩვენ იურისტებს პარასკევს შუადღის 15:00 საათამდე მისცა დრო, რომ დეტალურად იქნას წარმოდგენილი იმ ზარალის შესახებ რომლიც ტელეკომპანიამ მიიღო.

ამავე დღეს დააფიქსირებენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატები საკუთარ პოზიციას ზიანის ანაზღაურების შესახებ შუამდგომლობის თაობაზე. ამის შემდეგ კი, მოსამართლე განჩინებას გამოაცხადებს.

ქიბარ ხალვაში ითხოვენ ფორტ ბოიარდის, ჯეობარისა და რუსთავი 2-ის ლოგოზე საავტორო უფლებებს. 

დღესვე ხალვაშის ადვოკატები გეგმავენ დაკითხონ საქმეში ერთადერთი მოწმე, რომელმაც რუსთავი 2-ის ქონება შეაფასა. თუმცა რუსთავი 2-ის იურისტები ამბობენ, რომ დასკვნა გაყალბებულია. 

დღის ამბები