ამ წუთებში რუსთავი 2-ის შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან. მათი ნაწილი მაუწყებლის ეზოში იმყოფებიან.
აქციაში მონაწილე პირები რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად წვიმიანი ამინდის მიუხედავად მოვიდნენ.
შეკრებილები ამბობენ, რომ ისინი იცავენ სიტყვის თავისუფლებას. შეკრებილები მანამდე არ აპირებენ დაშლას სანამ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა არ დასრულდება.