20 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
რუსთავი2-ის იურისტები ამბობენ, რომ ხალვაშის 7 პუნქტიანი სარჩელიდან 6-ს მტკიცებულება არ აქვს

საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა გრძელდება. დღეს სხდომაზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატების მიერ მომზდებული სარჩელი განიხილეს. ტელეკომპანია საქართველოსა და რუსთავი 2-ის იურისტებმა საქმეზე ვრცლად ისაუბრეს და აღნიშნეს რომ 7 პუნქტიდან 6-ში მტკიცებულება საერთოდ არ არის წარმოდგენილი.

რაც შეეხება მეშვიდე პუნტქს, ეს საქმე ორად იყოფა და აქ მხოლოდ ერთი მტკიცებულებაა, სადაც ხალვაშის იურისტებს მტკიცებულებად წარმოდგენილი აქვთ ლევან სამხარეულის ექსპერტიზის დასკვნაა აქციების ღირებულების შესახებ, თუმცა რუსთავი 2-ის იურისტები აცხადებენ, რომ მტკიცებულება გაყალბებულია.

ამასთან ქიბარ ხალვაშის იურისტებს ამ დრომდე არ წარუდგენიათ სასამართლოში ლოგოზე და ორ გადაცემაზე (ფორტ ბოიარდი, ჯეობარი) ავტორობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

რუსთავი 2-ის იურისტებმა დღესვე სასამართლო სხდომაზე თქვეს, რომ ქიბარ ხალვაშის სარჩელს ხანდაზმულობის ვადა აქვს გასული. 

ქიბარ ხალვაშის ადვოკატები ამბობენ, რომ რუსთავი2-ის იურისტები პროცესის ხელოვნურად აჭიანურებენ. სასამართლო სხდომაზე ამ წუთებში შესვენება გამოცხადდა. ხალვაშის ადვოკატები კი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ.

 

ავტორები: ნათია ტრაპაიძე, დავით ქაშიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები