20 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
"მედიის თავისუფლება ფუნდამენტური პრინციპია", - ჯეიმს აპატურაი

ამ დროისთვის ჯეიმს აპატურაი საქართველოში ვიზიტს გორში განაგრძობს, სადაც  ნატოს ცენტრი უნდა გახსნას. თბილისიდან გამგზავრებამდე ნატოს გენ მდივნის სპეც წარმოადმგენლეი თავდაცვის მინისტრს შეხვდა. ჯეიმს აპატურაიმ მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, ნატო მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან და აფასებს მათ პროგრესს სხვადასხვა სფეროში. ეს არის სამხედრო რეფორმები. მეორე კი დემოკრატიული და პოლიტიკური რეფორმები - ეს ყველაფერი უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატოს წევრობისთვის იღწვიან. მედიის თავისუფლება ფუნდამენტური პრინციპია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან ერთად, ასევე ორმხრივი პოლიტიკური გარემო, რომელშიც ხელისუფლება მისი ყველა შტოდან, ოპოზიცია ერთად მუშაობენ. ჩვენ ვიზიარებთ ამ პრინციპებს და დარწმუნებული ვარ, ისინი მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც," - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

დღის ამბები