სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმისა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ელჩებმა მედიის თავისუფლების კონტექსტში კითხვებს უპასუხეს.
როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესს.
„ბევრჯერ ითქვა, რომ დემოკრატიული განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს მედია პლურალიზმს, შესაძლებლობას, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ პროცესებში ყველა მონაწილეს ჰქონდეს წვდომა მედიასთან საკუთარი შეხედულებების გამოსახატად. სწორედ ამიტომ ვუყურებთ მღელვარებით ამ პროცესს,“ - აღნიშნა იან კელიმ.
ნატო-ში ესტონეთის ელჩის შეფასებით, მნიშვნელოვანია ყველა პარტნიორი და ასპირანტი ქვეყნისთვის აჩვენონ, რომ იცავენ კანონს და ღირებულებებს.
„ეს არ არის თეორიული სავარჯიშო, ეს უნდა განხორციელდეს პრაქტიკულად. საქართველოში შემთხვევაში რაც უფრო მეტადაა ნატო ჩართული, მით უფრო მეტს ვიგებთ არსებული სიტუაციის შესახებ. კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა გაიგონ, რომ რაც უფრო მეტად უახლოვდებიან ნატო-ს, მით უფრო მეტ ინფორმაციას ვიგებთ, მით უფრო მეტად ვაკვირდებით და ვაფასებთ,” - განაცხადა ლაური ლუპიკიმ.