თბილისში ჩამოსულმა ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ მედიის თავისუფლებასა და რუსთავი 2-ზე განცხადება თბილისის აეროპორტშივე გააკეთა და თქვა, რომ დამოუკიდებელ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით ის შეკითხვებს ყველა შეხვედრაზე დასვამს.
მედიის თავისუფლება იყო საკითხი, რომელზეც ჯეიმს აპატურაიმ ყურადღება თავდაცვის უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გაამახვილა. სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ალიანსისთვის მედიისა და სასამართლოს თავისუფლება ფუნდამენტური ღირებულებებია.
თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის დროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ისაუბრა იმ რეფორმებზეც, რომელსაც ძალოვანი უწყება ატარებს. აპატურაის განცხადებით თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები ალიანსის მიერ დადებითად შეფასდა და ეს ასახვას ჰპოვებს ვარშავის სამიტზეც.
დღის ბოლოს ჯეიმს აპატურაი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შეხვდა. გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი თბილისს ხვალ დატოვებს.
ავტორი: დავით კაკულია.