20 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
პირადი მოხმარებისთვის მარიხუანას შეძენა - შენახვა თავისუფლების აღკვეთით აღარ დაისჯება

პირადი მოხმარების მიზნით, მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის დაუშვებელია ნებისმიერი სასჯელი - საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ბექა წიქარიშვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაშიც კი, სასამართლო სასჯელის სახით ვერ გამოიყენებს თავისუფლების აღკვეთას.

ახალგაზრდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება 18 თვიანი განხილვის შემდეგ გამოიტანა.

ბექა წიქარიშვილს ბრალი 70 გრამამდე მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის აქვს წაყენებული.

ცვლილება წელიწადნახევრიანი განხილვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის კანონში დამატების სახით შეიტანა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ პოლიტიკოსებიც. უმრავლესობისგან გასხვავებით, უმცირესობა მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრეა.

ავტორი:შოთა დიმიტრიშვილი

დღის ამბები