ახალი საგნის სწავლება საჯარო სკოლებში გაურკვეველი ვადით გადაიდო.
მე და საზოგადოების სწავლება საჯარო სკოლებში ჯერ კიდევ მიმდინარე სასწავლო წლიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა განათლების სამინისტროში დღეს კონკრეტულ ვადებზე აღარ საუბრობენ. მიზეზი, ახალი სასკოლო საგნის შინაარსთან დაკავშირებით დაწყებული დისკუსია და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან გამოთქმული შენიშვნებია.
ერთ–ერთი ბოლო შესწორება პროგრამაში საპატრიარქოს წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციების შედეგად შევიდა. ცვლილება, საპატრიარქოს მიერ გავრცელბული ინფორმაციის თანახმად, კონკრეტულ ტერმინებს შეეხო.
მე და საზოგადოების პროგრამაში გათვალისწინებულ ტერმინოლოგიურ ცვლილებებს არ იზიარებს სპეციალისტების ნაწილი.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საპატრიარქოს წარმომადგენელთა რეკომენდაციით ამოღებულია ის რამდენიმე პრინციპული ტერმინი და საკითხი, რომელიც ზოგადად საგნის მნიშვნელობას ამცირებს.
ახალი სასკოლო საგანი – მე და საზოგადოება მე–3 და მე–4 კლასის მოზარდებზეა გათვლილი.
ვტორები: ქეთი ნადიბაიძე.