20 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
"პოლიტიკოსებს, რომლებიც ხშირად ემოციურად ზღვარს გადავდივართ, მიგვანიშნეთ, რომ უნდა ვიპოვოთ სასაუბრო ენა,"-მარგველაშვილი პატრიარქს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა.

ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და შეხვედრის ამსახველ ვიდეო და ფოტომასალას ავრცელებს.  

საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა ქადაგებების დროს გაჟღერებული უმნიშვნელოვანესი გზავნილებისათვის. 

„მინდა მადლობა გითხრათ, იმ უდიდესი ღვაწლისათვის, რაც თქვენ გაქვთ, - ერში და საზოგადოებაში მშვიდობის, შეწყნარების, ერთმანეთის პატივისცემის და სიყვარულის ღირებულებების დამკვიდრებისათვის. დიდი მადლობა იმ უმნიშვნელოვანესი გზავნილებისათვის, რომელიც მოდის ხოლმე თქვენი ქადაგებების დროს. ამ ბოლო ქადაგებისას თქვენ პოლიტიკოსებს, რომლებიც ხშირად ემოციურად ზღვარს გადავდივართ, მიგვანიშნეთ, რომ უნდა ვიპოვოთ სასაუბრო ენა ერთმანეთთან დარბაზებში. დიდი მადლობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო მოხელე და პოლიტიკოსი თქვენს სიტყვას უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს და ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს და მოახდენს მომავალშიც ჩვენს ცხოვრებაზე“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქთან შეხვედრაზე.

დღის ამბები