გიორგი მარგველაშვილი დღეს ქიბარ ხალვაშს უნდა შეხვდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს პრეზიდენტის პრეს სამსახური, სადაც ამბობენ, რომ შეხვედრის მთავარი თემა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებული სასამართლო იქნება.
საუბარი პრეზიდენტსა და ბიზნესმენს შორის დილის 11:00 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციაშია ჩანიშნული. როგორც ცნობილია, შეხვედრის გამართვის ინიციატორი თავად ქიბარ ხალვაში იყო და ის დღესდღეობით საქართველოში იმყოფება.
შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იქნება, თუმცა ვიდეო და ფოტომასალას ადმინისტრაციის პრესსამსახური გაავრცელებს.