20 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილისა და ილია მეორის საუბარი საპატრიარქოში შედგა.

პრეზინდეტმა საქართველოს პატრიარქს საკვირაო ქადაგებების დროს "უმნიშვნელოვანესი გზავნილებისთვის" მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ბოლო ქადაგებისას თქვენ აღნიშნეთ, რომ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ხშირად ემოციურად ზღვარს გადავდივართ, მიგვანიშნეთ, რომ უნდა ვიპოვოთ სასაუბრო ენა ერთმანეთთან. დიდი მადლობა ამ მნიშვნელოვანი გზავნილისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო მოხელე და პოლიტიკოსი თქვენს სიტყვას მიიჩნევს უმნიშვნელოვანესად და ამან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და მოახდენს ჩვენს თანაცხოვრებაზე,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

დღის ამბები