სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტების შემდეგ, რუსეთში საქართველოდან მალე მწვანილიც გავა - ექსპორტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება როს-სელ-ხოზდანზორის ხელმძღვანელისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
კონკრეტულად, საუბარია სხვადსხვა სახის მწვანილზე, ასევე სალათის ფურცლებზე, ისპანახსა და მწვანე ხახვზე.
რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართული მხარე ციტრუსის ექსპორტისთვისაც მზად არის. პროცესს საქართველოს ხელისუფლებაში წარმატებულად მიიჩნევენ.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ეს არის ერთერთი დიდი წარმატება.
„მწვანილი, ხილი, ბოსტნეული და ღვინო გადის რუსეთში და ეს არის საკმაოდ სერიოზული წარმატება და მიმაჩნია, რომ უნდა გაგრძელდეს ეს პოლიტიკა,“ - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.