მილანში ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის გაზპრომის წარმომადგენელთან ალექსეი მილერთან შეხვედრას გამოხმაურებები მოყვა თბილისში.
ეკონომიკურ ექსპერტებს საკმაოდ ბევრი კითხვები აქვთ გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებების და ზპოგადად პროცესების მიმართ.
„სანამ ჩვენ ახსნა-განმარტებას არ მივიღებთ, ჩემი აზრით, ეს ამბავი უნდა გავაპროტესტოთ და ვიყოთ ძალიან ფხიზლად. როცა მიდის ლაპარაკი ჩუმად და არ გვეუბნებიან წესიერად რა ხდება, ბუნებრივია ეს ეჭვებს ბადებს და ნუ უკვირთ, როცა მერე ჩვენ შეკითხვები გვიჩნდება. სოკარს აქვს იმდენი გაზი, რომ ელოდება როდის მისცემენ საშუალებას, გავიდეს ევროპის ბაზარზე. აქ დეფიციტის პრობლემა არ დგას, აქ სხვა რამეშია საქმე,“ - განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის ხელმძღვანელმა თორნიკე შარაშენიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა ყოფილი მდივნის ვანო მაჭავარიანის შეფასებით, რუსეთს არ უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ ბუნებრივი აირი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.
„ჩვენ არ გვინდა, რომ შევიდეთ იმ პერიოდში, რომელსაც შეუძლია პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს საქართველოს წინააღმდეგ გაზი და ნებისმიერი ესეთი ინსტრუმენტი, ამის საშუალება მიეცეს,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა ყოფილი მდივანმა ვანო მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ ეს არის უკვე რიგით მეორე მოლაპარაკება, რომელიც კახი კალაძემ გაზპრომთან გამართა.