20 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაშია. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი დაკითხვაზე მივიდა. უწყებაში შესვლამდე მან განმარტება გააკეთა.

ნიკა გვარამიას თქმით, პროკურატურას მასთან დამატებითი კითხვები, სავარაუდოდ, ალექსი ახვლედიანთან გამართული შეხვედრის შესახებ ექნება.

“ჩემთვის არავის განუმარტავს, რატომ დამიბარეს. მითხრეს, რომ დამატებითი შეკითხვები აქვთ. ჩემთვის ცნობილი რაც იყო, მოვყევი, როგორც მოხდა ეს ყველაფერი, მოვყევი. ბატონი ალექსი ახვლედიანი რის მოყოლას თვლის საჭიროდ და რის - არა, ეს მისი საქმეა. მე ამაში ვერ ჩავერევი. უბრალოდ დანამდვილებით ვიცი, რომ მოვა დრო და ალექსი ახვლედიანიც მოყვება იმას, რაც მე მოვყევი და მოყვება კიდევ უფრო მეტს, რაც მისთვის ცნობილია,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები