20 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
„გაფრთხილებული ვარ, რომ დეტალებისგან თავი შევიკავო," - ნიკა გვარამიამ პროკურატურის შენობა დატოვა

ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ დატოვა პროკურატურის შენობა. საგამოძიებო უწყებაში ის დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა და გამოძიების კითხვებს პასუხობდა.

შენობის დატოვების შემედგ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ნიკა გვარამიას თქმით, კითხვები შეეხებოდა ალექსი ახვლედიანის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას.

„გაფრთხილებული ვარ, რომ დეტალებისგან თავი უნდა შევიკავო, ბუნებრივია ვემორჩილები ამ  მოთხოვნას, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ და რაზეც თანხმობა მივიღე არის ის, რომ დამატებითი კითხვები იყო გამომდინარე ალექსი ახვლედიანის ჩვენებიდან,“ - განაცადა ნიკა გვარამიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები