20 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
„წასასვლელი არსად მაქვს“, - სოციალურად დაუცველებმა მთავრობის ადმინისტრაციაში შიმშილობა დაიწყეს

12-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა მთავრობის ადმინისტრაციაში შიმშილობა დაიწყო.

მრავალშვილიანი ოჯახები ბათუმიდან ჩამოვიდნენ. მათი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

უსახლკაროდ დარჩენილები პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

„წასასვლელი არსად მაქვს, მაქვს ათასი ქულა, მე მეკუთვნის და მთავრობა არ მაძლევს,“ - განაცხადა ერთერთმა სოციალურად დაუცველმა. 

დღის ამბები