17 დეკემბერი 2024,   20:44
ვრცლად
"უნგრეთი და სლოვაკეთი არიან ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყნები, რომლებსაც სურთ სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით" - კახა კალაძე

"უნგრეთი და სლოვაკეთი არიან ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყნები, რომლებსაც სურთ სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით," - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყნის შიგნით არიან რადიკალები, ერთი ძალაა, რომელიც გარედან არის მართული. 

"მათ, რა თქმა უნდა, არ მოსწონთ ის განცხადებები, რასაც აკეთებს უნგრეთი და რას აკეთებს? თეთრზე ამბობს თეთრიაო და არა, პირიქით. ამიტომ აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს. ეს რადიკალები, რომელიც ჩვენ ქვეყნის შიგნით გვყავს, ეს არის ერთი ძალა, გარედან მართული. ანუ, იმ ქვეყანაში, რომელსაც შენ მხარს უჭერ გარკვეულ პოლიტიკურ პარტიას და ის ვერ იმარჯვებს, ყველაფერს ხაზი უნდა გადაუსვა? ეს დამოკიდებულება ჩანს დღეს ევროკავშირის იმ ქვეყნებისგან და იმ კონკრეტული ბიუროკრატების განცხადებიდან, რასაც ვხედავთ ბოლო თვეების განმავლობაში. სხვათა შორის, თუ არ ვცდები, ლუქსემბურგის პრემიერ მინისტრი იყო, ვინც გამოვიდა და ამაზე გააკეთა აქცენტი. ეს დამოკიდებულება წარმოუდგენელია. უნგრეთი და სლოვაკეთი არიან ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყნები, რომლებსაც სურთ სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით. ვიღაცის მხარდაჭერილმა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ და რადიკალებმა რომ ვერ გაიმარჯვეს, ამით არ უნდა იხელმძღვანელო," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები