17 დეკემბერი 2024,   20:50
ვრცლად
"მსგავსი სამარცხვინო გადაწყვეტილება არც საბჭოთა ტოტალიტარულ და არც ნაცისტურ რეჟიმებს არ განუხორციელებიათ" - გოგა ხაინდრავა დაწესებულ სანქციებზე

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ სანქციების საკითხზე პრესკონფერენცია გამართა. ხაინდრავა ლიეტუვის მხრიდან მის მიმართ დაწესებულ სანქციებზე საუბრობს და ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები საბჭოთა მეთოდებით ბრძოლაა.

"მე მაქვს კითხვა, თუ გამოხატვის თავისუფლება იზღუდება და ეს არის დანაშაული ბიუროკრატების თვალსაზრისით, რამ განაპირობა ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის დასანქცირება? მე არ ვარ მთავრობის წევრი, მე არ ვარ "ქართული ოცნების" პარტიის წევრი. ლიეტუვის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა ადამიანს იმ მიზეზით, რომ ის არის მშობელი. თქვენ დაასანქცირეთ საქართველოს მოქალაქე გიორგი კობახიძე მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მამა. მინდა გაგახსენოთ, რომ მსგავსი სამარცხვინო გადაწყვეტილება არც საბჭოთა ტოტალიტარულ და არც ნაცისტურ რეჟიმებს არ განუხორციელებიათ," - აცხადებს გოგა ხაინდრავა.

დღის ამბები