"20 იანვარი არის ზღურბლი მათთვის, თუ ამ ზღურბლს ქვეყანამ გადააბიჯა, მათი შანსები პრაქტიკულად კვდება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესახებ აღნიშნა.
მდინარაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადებები შემთხვევითი არ არის.
"გახარია და სააკაშვილი, გარდა სხვა რამეებისა, ერთ რამეშიც დაემსგავსნენ ერთმანეთს. ეს არის წამოცდენები. იმდენად მუსირებს მათში 20 იანვარი, რომ ტრამპის ინაუგურაციამდე იქნებ რამენაირად მოასწრონ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, მეორე ფრონტისთვის, ჯაშუშების მმართველობისათვის, რომ ვერ იკავებენ თავს და ეს წამოცდენები შემთხვევითი არ არის. სულ რომ შენთვის, შენ პარტიულ ჯაშუშურ ოჯახში იმეორებ 20 იანვრამდე, შემდეგ ეთერშიც გაგირბის. ასე გაექცა გახარიას რამდენიმე დღის წინ, ასე გაექცა ახლა სააკაშვილს. 20 იანვარი არის ზღურბლი მათთვის, თუ ამ ზღურბლს ქვეყანამ გადააბიჯა, მათი შანსები პრაქტიკულად კვდება", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საერთო სახალხო რევოლუციაზე და მოქმედებების გააქტიურებაზე ისაუბრა.