20 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
მესამე სექტორი "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესის მონიტორინგს განაგრძობს

რუსთავის 2-ის საქმე არა მარტო სასამართლო პროცესებით, არამედ მის გარეთ მიმდინარე მოვლენებითაც უნდა შეფასდეს - ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის აზრი.

მათი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია გაკეთდეს განმარტებები, რატომ დამონტაჟდა რუსთავი 2-ის გარე პერიმეტრზე სათვალთვალო კამერები.

შექმნილი ვითარების ფონზე, მესამე სექტორის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება დამატებით კითხვებს არ გააჩენს და ის სრულყოფილად იქნება დასაბუთებული. არასამთავრობოები პროცესების მონიტორინგს აგრძელებენ და საქმის განხილვას დღესაც დაესწრებიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარის გიორგი ტუღუშის შეფასებთ, პროცესი შესულია სამართლებრივ აბსურდში.

მისი თქმით, მხარეს რომელიც დაობს, არანაირი არგუმენტი იმაზე, რომ რუსთავი 2 მათ უნდა დაუბრუნდეთ, არ გააჩნიათ.

დღის ამბები