რუსთავი 2-ის მაუწყებლობა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაითიშა გუშინ საღამოს საკაბელო არხებზე. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მიზეზი კომპანია სტერეო +-ის ციფრული მაუწყებლობის ქსელში შექმნილი ტექნიკური პრობლემა იყო.
ამის გამო გაითიშა ის საკაბელოებიც, რომლებსაც აღებული აქვთ სიგნალი ეთერიდან, თბილისსა და რეგიონებში. მაუწყებლობა რამდენიმე წუთში განახლდა, მაგრამ არასრულფასოვნად.
რუსთავი 2 ურჩევს მაყურებლებს გადატვირთონ სეტბოქსები და თავიდან მოძებნონ არხები. რის შემდეგაც უნდა გამოსწორდეს პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ სტეროს +-ს ან იმ საკაბელოებს დაუკავშირდნენ, ვისგანაც იღებენ მაწუყებლობას.