02 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
თავისუფალი სიტყვის დასაცავად ქუთაისელი სტუდენტები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ

თავისუფალი სიტყვის დასაცავად სტუდენტების მიერ თბილისში წამოწყებულ კამპანიას ქუთაისელი ახალგაზრდებიც უერთდებიან.

აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს დილიდან დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას.

შესაბამის პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება გრძელდება თბილისშიც. მათი თქმით, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, აუცილებლად მიაჩნიათ, გამოხატონ პოზიცია მედიასივრცეში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

სტუდენტები მოუწოდებენ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ნებისმიერი ფორმით მედიის შეზღუდვისაგან.

ამავე თემაზე
დღის ამბები