20 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
კანონმდებლები გამოსახლებასთან დაკავშირებით ცვლილებებს კენჭს უყრიან

დღეს კანონმდებლები მესამე მოსმენით უყრიან კენჭს გამოსახლებასთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილებებს.

კანონპროექტის მიხედვით - სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, სამართალდამცავ ორგანოებს აღარ ექნებათ მოქალაქეთა ბინებიდან გამოსახლების უფლება.

ასევე განმარტავენ, რომ კანონის მიღება არ ათავისუფლებს არც ერთ პირს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებისგან. 

კანონპროექტს მოწინააღმდეგეებიც ყავს პარალმენტში, მათი აზრით ამ კანონპროექტს შესაძლოა უარყოფითი შედეგები მოყვეს ეკონომიკური თვალსაზრისით.

 

 

 

 

დღის ამბები