20 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
ამ წუთებში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობის, რომელიც პრემიერმინისტრმა გახსნა

ამ წუთებში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობის, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

ღონისძიება დასაქმების, სოციალური თანასწორობისა და მდგრადი განვითარების საკითხებს მიეძღვნება.

საუბარი შეეხება ამ მიმართულებით აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვაში, უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში არსებული ვითარებას.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის პრიორიტეტად სწორედ მოქალაქეთა დასაქმება და პოტენციალის რეალიზება დაასახელა.

შეხვედრას გაეროსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

„ჩვენ ბიზნესს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევუქმენით ამ სამი წლის განმავლობაში. მინდა ავღნიშნო, რომ ბიზნესი დღეს არის აბსოლუტურად თავისუფალი და ხელშეუხებელი. ჩვენ მაქსიმალურად გავაძლიერეთ ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი, რომელიც უშუალოდ პრემიერმინისტრს ექვემდებარება. ყველა ბიზეს დავა წყდება აბსოლუტურად სამართლიან გარემოში, იქნება ეს სასამართლო, თუ ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები