ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად თბილისის მერი საქალაქო სამსახურებს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას ავალებს.
განცხადება ამის შესახებ დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
თბილისის მერის თქმით, რაიონულმა გამგეობებმა სოციალურად დაუცველების შეშით მომარაგება უნდა უზრუნველყონ.
დავით ნარმანიამ სხვადასხვა ქუჩებზე დაუსრულებელ საგზაო სამუშაოებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მონიტორინგი გამკაცრდება.
“უფრო მეტად უნდა გავამკაცროთ ქალაქში არსებული მდგომარეობა. ყველა სამუშაო, რაც ითვალისწინებს კომუნიკაციების გაყვანას ან სხვა რაიმე საინჟინრო ქმედებების განხორციელებას, აუცილებლად დროულად უნდა იქნას ჩატარებული“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.