ანტი ტერორისტული სწავლება ჩატარდა ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსულ სამხედრო ბაზაზე.
სცენარის მიხედვით, სამხედროებმა ტერორისტების ჯგუფი გაანადგურეს, რომელიც ბაზის ტერიტორიაზე შეიჭრა და ყაზარმების დაკავებასა და სამხედრო მანქანების გატაცებას გეგმავდა.
წვრთნა აფხაზეთში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ბაზების საზღვარგარეთ შემოწმების ფარგლებში ჩატარდა.
ოკუპირებული აფხაზეთის გარდა, შემოწმება მოხდება სამხრეთ ოსეთისა და სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზეც.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება სამორიგეო ქვედანაყოფებისა და დაცვის სარეზერვო ჯგუფების მზადყოფნის შესწავლას დაეთმობა.