ქართული არმია მთლიანად საქართველოში წარმოებული საკვები პროდუქტებით მომარაგდება.
გადაწყვეტილება ამის შესახებ დღეს თავდაცვის მინისტრმა გაახმაურა.
თინა ხიდაშელის განმარტებით, სამინისტრომა ამ მიზნით უკვე პირველი ტენდერიც გამოაცხადა ქართული ხორცის შეძენაზე.
“დავდეთ პირობა, რომ წლის ბოლომდე ქართულ ჯარს თანდათანობით გადავიყვანდით სრულად ქართულ კვებაზე. და დღეს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ტენდერს, ქართული ხორცის შეძენაზე. მარტო მიმდინარე წელს 6 მილიონია დახარჯული ხორცზე და მთლიანად ამ პროდუქტის შესყიდვა ხდებოდა უცხო ქვეყნებიდან. ამოცანა რის ძალიან მარტივი, რომ ერთი მხრივ ქართულ ბიზნეს დავეხმაროთ და ამავდროულად ხელი შევუწყოთ ქართულ წარმოებას,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.