საქალაქო სასამრთლოში საქმეზე ქიბარ ხალვაში რუსთავი2-ის წინააღმდეგ მოწმე შალვა ივანაშვილის დაკითხვა დასრულდა. რამდენიმე საათიანი დაკითხვის დროს მოწმემ რუსთავი 2-ის იურისტების კითხვებს უპასუხა. მოწმე ივანაშვილი ამბობს, რომ მას დასკვნა სამაუწყებლო კომპანიის ღირებულებების შესახებ ერთ დღეში არ მოუმზადებია.
ივანაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ წინა სხდომაზე ის სასამართლო დარბაზში რუსთავი 2-ის საქმის განხილვას კოლეგა ექსპერტთან ერთად ესწრებოდა, თუმცა ივანაშვილმა ვერ გაიხსენა, იმყოფებოდა, თუ - არა დარბაზში მისი დეპარტამენტის ხელმძღვანელი. საბოლოო ჯამში მომწემ თქვა, რომ იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ დღესვე შოთა ივანაშვილის ტქმით, როდესაც ის ექსპერტიზას ატარებდა არ დაინტერესებულა დოკუმენტების სანდოობით. ასევე ის ამბობს, რომ 8 სახის დოკუმენტი მოითხოვა თუმცა ხალვაშის იურისტებმა მხოლოდ 2 მიუტანეს.
კითხვაზე, თუ არ იყო სავალდებულო დანარჩენი 6 დოკუმენტი, რატომ მოითხოვა, ან შემდეგ ექსპერტიზა რატომ ჩაატარა, მოწმემ განაცხადა, რომ თუკი მოეთხოვდა მაინც არ მიუტანდნენ. მოწმემ რუსთავ 2-ის იურისტების კითხვაზე, შეიძლებოდა, თუ - არა, არასრული დოკუმენტების გამო მას ექსერტიზის ჩატარებაზე უარი ეთქვა, აღნიშნა, რომ კი მას შეეძლო ეთქვა უარი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.
არსებობს მოლოდინი, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე დღესვე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას.