20 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
„ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის," - კალაძე ირანიდან გაზის ტრანზიტით დაინტერესებაზე საუბრობს

მთავრობის დღევანდელ სხდომაში მონაწილებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. ვიცეპრემიერმა აღნიშნა, რომ არსებობს დაინტერესება ირანიდან გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით და ამ თემაზე მოლაპარაკების გამართვის მიზნით, ის ნოემბრის თვეში ირანში ჩასვლას პირადად გეგმავს.

„ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. საუბარი არის ტრანზიტის მოცულობის გაზრდაზე და შესაბამისად ჩვენ გვინდა მეტი შემოსავალი მივიღოთ და დამატებით მივცეთ შესაძლებლობა კომერციულ სტრუქტურებს შემოიტანონ ბუნებრივი აირი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მინისტრის თქმით, SOCAR-ს პრობლემა არ აქვს მიაწოდოს ბუნებრივი აირი მოსახელეობას.

„გასული წლების განმავლობაში, ჩვენ გარდა იმისა, რასაც ვიღებთ სატრანზიტო მოცულობებს, შემოგვქონდა დამატებითი კომერციული გაზი რუსეთიდან, იმიტომ, რომ შესაბამისად SOCAR-ს არ ქონდა შესაძლებლობა შემოეტანა ეს დამატებითი კომერციული მოცულობები,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები