„ქონებრივი დავა ყოველთვის სპეციფიურია“ - ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პრიცესს.
დავით სერგეენკოს თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროში ათეულობით სამედიცინო დაწესებულებაზე იყო ქონებრივი დავა, როდესაც ათასობით ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყო დამოკიდებული ამაზე. თუმცა, მისი თქმით, ის ვერ იხსენებ შემთხვევას, როდესაც ამის მეათედი ყურადღება მაინც ყოფილიყო მიპყრობილი ამ საკითხზე.
„ჩემი პოზიცია ცალსახაა - ეს არის ქონებრივი დავა, განიხილავს სასამართლო და უნდა დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრი გოგი თოფაძის განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი განმარტებით, თოფაძე არ არის არც აღმასრულებელი ხელისუფლების, არც პარლამენტის მთავარი აზრის გამხმოვანებელი. ეს მისი პირადი შეხედულებაა.