საქალაქო სასამართლოში სხდომა ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ხმაური მოსამართლე ურთმელიძის გადაწყეტილებებს მოჰყვა.
თამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის შუამდგომლობა რამდენიმე მტკიცებულების ამორიცხვის შესახებ.
ამის შემდეგ რუსთავი 2-ის და TV-საართველოს ხუთმა იურისტმა მოსამართლე ურთმელიძის აცილების შესახებ შუამდგომლობა ხუთჯერ დააყენეს, თუმცა ურთმელიძემ ეს შუამდგომლობები არც კი განიხილა და სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ სამაუწყებლო კომპანიის წარმომადგენლები ამ შუამდგომლობას ხშირად აყენებენ.
ტელეკომპანია საქართველოს იურისტმა მიმდინარე სხდომას "ფარსი" უწოდა.
"თქვენ არ გვისმენთ ჩვენ რას ვსაუბრობთ და სამაგიეროდ გჯერათ თაღლითი ექსპერტის განცხადებების,"-აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა.
რუსთავი 2-ის იურისტმა დიმიტრი საძაგლიშვილმა კი მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტა და აღნიშნა, რომ "თუ ვინმე ახდენს სასამართლოს დისკრედიტაციას ამ დარბაზში ეს მოსამართლეა."