20 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
12 მწერალი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

თანამშრომლობა რუსთავი 2-ის ჯაშუშებთან არის ერთ–ერთი ბრალდება, რომელსაც 12 მწერალი პრეზიდენტს უყენებს. ერთობლივი განცხადებით ისინი გიორგი მარგველაშვილის გადადგომას ითხოვენ და მას სოროსულ – ლიბერალისტულ ძალებთან კოჰაბიტაციისთვის აკრიტიკებენ.

ხელმომწერებს შორის არიან კობა არაბული, ზაურ კალანდია, ზურაბ თორია, თემურ ჩალაბაშვილი, ირაკლი ვაშაყმაძე, ჯუმბერ გოგრიჭიანი და სხვები, მითითებული სტატუსი კი ასეთია - მწერალ ხელოვანები.

ქართველი მწერლების სახელით ასეთი მოთხოვნა მიუღებელია მწერალთა მეორე ნაწილისთვის. მათი თქმით, სიძულვილის ენით ნაწერი ტექსტი და მწერლების აქტივობა საბჭოთა ტრადიციებზე მიუთითებს.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.

დღის ამბები