მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ განმარტება გააკეთა, თუ რატომ მიმდინარეობს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე პროცესი სწრაფ ტემპში.
მოსამართლის განმარტებით, სისწრაფე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარეობს და კოდექსით საქმის დასრულება ერთ პროცესშიც შესაძლებელია. მისი თქმით, მხარეები არ შეზღუდულან და არც მოუმზადებელი ყოფილა საქმე.