20 ნოემბერი 2024,   13:12
ვრცლად
ურთმელიძემ რუსთავი 2-ის სასამართლო სხდომა ხვალისთვის გადადო

მოსამართლემ რუსთავი 2-ის იურისტების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სხდომა ხვალ 11 საათისთვის გადადო. საქმეზე ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ საპაექრო სიტყვას რუსთავი 2-ის იურისტები ხვალ წარმოთქვამენ. მაშინ როდესაც სამაუწყებლო კომპანიის წარმომადგენლები სხდომის გადადებას ორშაბათისთვის ითხოვდნენ. 

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის იურისტებმა დღეს მოსამართლეს მიმართეს შუამდგომლობით, რომ მიეცა მათთვის დრო სრულყოფილას შეესწავლათ გუშინ სასამართლო სხდომაზე დაკითხული ერთადერთი მოწმის ჩვენება. ასევე რუსთავი 2-ის იურისტები მოწმის 3 საათიანი ჩვენების სრულ ჩანაწერს ითხოვდნენ. 

რუსთავი 2-ის იურისტებს საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელი აღნიშნულ ჩანაწერს ერთი საათის განმავლობაში გადასცემს. 

სხდომის გადადების წინააღმდეგები იყვნენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატები. მათ დღეს არც ის არ გამორიცხეს, რომ თუ მოსამართლე მათ სასარგებლოდ მიიღებდა გადაწყვეტილებას დაუყონებლივი აღსრულება მოეხდინათ. 

დღის ამბები