20 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
"მოსამართლე ურთმელიძე არის ბატონი თამაზი, რომელიც ბატონ ბიძინას წარმოადგენს," - ზაზა ბიბილაშვილი

რუსთავი 2-ის და ტელეკომპანია საქართველოს იურისტები ამბობენ, რომ მოსამართლემ მათი შუამდგომლობა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. იურისტი ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ სხდომის გადადებას ორშაბათამდე ითხოვდნენ, თუმცა ურთმელიძემ სხდომა ხვალ დილის 11 საათამდე გადადო. 

ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ მათ გუშინდელი სხდომის ოქმის მოთხოვნა დღეს დილით 11:30 წუთზე შეიტანეს, თუმცა პასუხი მხოლოდ, დაახლოებით, 12:15 წუთზე მიიღეს. ბიბილაშვილი ამბობს, რომ მოსამაართლე ურთმელიძემ ამავე პერიოდში 30 ოქტომბერს 4 სასამართლო სხდომა განიხილა, განიხილა ხავლაშის ადვოკატების მოთხოვნა, გამოსცა განჩინება და დააყადაღა ტელეკომპანია საქართველოს წილები. 

"ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე ის არის, რომ მას მაქსიმალურად შევუზღუდოთ მოქმედების არეალი და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი საპროცესო უფლებები. როდესაც ის გააკეთებს საბოლოო გადაწყვეტილებას, ყველასათვის ნათელი უნდა იყოს რომ ეს არის აბსურდული დაუსაბუთებელი და უკანონო", - აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები