ფოტორეპორტიორები გიორგი აბდალაძე და ირაკლი გედენიძე შეხვდნენ პრეზიდეტს და ესაუბრნენ იმ გახმაურებულ საქმეზე, რომლის გამოძიების მოთხოვნითაც, ფოტოგრაფებმა 2 წლის წინ მიმართეს პროკურატურას, თუმცა წინსვლა არ მხრივ არ ყოფილა.
ფოტორეპორტიორები აცხადებენ, რომ მათ საქმეს საიდუმლო გრიფი ამ დრომდე არ მოხსნია.
„გავაცანით ჩვენი მდოგმარეობა ჩვენ საქმესთან დაკავშირებით, რომ დღესაც ადევს გრიფი ფოტოგრაფების საქმეს. ვისაუბრეთ ზოგადად იმ საკითხებზე, თუ რა მდგომარეობაა დღეს ჩენთან, პრესასთან მიმართებაში,“ - განაცხადა კორესპონდენტმა გიორგი აბდალაძემ.