მორიგი ჩანაწერები უკრაინულმა საიტმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა. მასალა ორ სატელეფონო საუბარს მოიცავს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანს გიგა ბოკერიას ესაუბრება. მეორე ჩანაწერში კი რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორისა და მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარია დაფიქსირებული.