ვაცხადებთ, რომ გუშინ 29 ოქტომბერს რუსთავი 2-ს ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებით ინფორმაცია საერთოდ არ გაუვრცელებია.
რაც შეეხება სოციალურ ქსელში რუსთავი 2-ის სახელით გავრცელებულ ბმულს, ის წარმოადგენს ფაბრიკაციას, რადგანაც რუსთავი 2-ის ვებგვერდის ერთერთ ნიუსს სოციალურ ქსელში შეცვლილი აქვს სახელი, რისი მოდიფიცირებაც ნებისმიერ ფეისბუქმომხმარებელს შეუძლია.
სინამდვილეში ნიუსი, რაზეც ბმულს გადაყავხართ გამოქვეყნებულია 6 ოქტომბერს და მასში ლევან ბერძენიშვილი პრეზიდენტის განცხადებებზე საუბრობს.
სტატიაზე მიბმულ ფოტოზე ასახულია მცდარი ინფორმაცია, რაც გავრცელდა სოციალურ ქსელ ფეისბუქში.