რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ სგანგებო განცხადება გააკეთა და ისაუბრა თემაზე ხელისუფლება რუსთავი 2-ის წინააღმდეგ.
"პროცესები ქვეყანაში გამწვავდა ბოლო დღეებში და ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება. რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსთავი2-ს საუბარი დაეწყო საკუთარი თავის დაცვაზე. ყველა მეთოდის გამოყენებაზე რომ დაეცვა ინფორმაციის მოპოვების და გავრცელების თავისუფლება. საქართველოს მთავრობამ სამართლიანი სასამართლოს გარეშე დატოვა რუსთავი 2. მათ გაგვხადეს იძულებული, რომ ვეძებოთ გზები საიმისოდ რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლებები. მიუხედავად ამ რეჟიმისა, რომელშიც საქართველოს მთავრობა გვაყენებს, უწყვეტი შანტაჟის, ზეწოლის და ათასგვარი ცილისწამების ქვეშ. მიუხედავად ამისა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ძალებს აქვთ სხვადასხვა მიმართულებები, თუ როგორი უნდა იყოს რუსთავი 2-ის ქმედებები.
ჩვენ ვუსმენთ ყველას მაგრამ ვიქცევით ისე, როგორც ჩვენ ვთვლით საჭიროდ. ხელისუფლებას ვერ გავაცნობთ ჩვენ გეგმას. ის ჩვენი მოწინააღმდეგეა. არც აწმყოში და არც მომავალში რუსთავი 2 არ ფიქრობს რევოლუციურ სცენარებზე, მთავრობის შეცვლაზე. ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია და ჩვენი ინტერესი. ჩვენი ინტერესი არის ერთადერთი - თავისუფლად მაუწყებლობა და პროცესების იმგვარად გაშუქება, როგორც ჩვენ მივიჩნევთ სწორად და საჭიროდ. რას ფიქრობენ პოლიტიკური პარტიები და ხელისუფლება ჩვენთვის არის მეორე ხარისხოვანი," - განაცხადა გვარამიამ.