20 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
„ჩნდება ეჭვი, რომ ეს ჩანაწერები უკანონოდ არის მოპოვებული,"-ანა ნაცვლიშვილი

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები დამოუკიდებელი საგამოძიებო პროცესის დაწყებას ითხოვენ. 

„ჩნდება ეჭვი, რომ ეს ჩანაწერები უკანონოდ არის მოპოვებული, რაც თავის მხრივ დანაშაულს წარმოადგენს და გამოძიების საგანი უნდა იყოს. იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთება, რომ უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერია, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საგანი უნდა დადგეს და მაღალი ტრიბუნიდან პოლიტიკური მესიჯი გაჟღერდეს, რომ ხელისუფლება არ შეეგუება და არ აპირებს უკანონო მოსმენებით შესაძლო დანაშაულთან ბრძოლას,“-განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, აცხადებს, რომ აუდიოჩანაწერები თუ სამართლებრივად კანონის შესაბამისად იქნა მოპოვებული, მათი საჯარო სივრცეში გავრცელება სამართალდარღვევაა. გიგაური ასევე აცხადებს, რომ თუ ჩანაწერები უკანონოდ არის მოპოვებული, მაშინ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

ნინო ლომჯარია კი აცხადებს, რომ აუცილებელია დადგინდეს, ვინ მოოიპოვა ეს ჩანაწერები.

 

 

 

დღის ამბები